რუსეთი იძულებულია ტანკები ფრონტიდან სარემონტოდ გაგზავნოს–ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთ–უკრაინის ომის შესახებ ყოველდღიურ მიმოხილვაში ბრიტანეთის დაზვერვა  წერს, რომ რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობაზე კვლავ მძიმედ მოქმედებს დანაკარგები, რომლებიც ომის პირველ კვირებში განიცადა და რუსეთი იძულებულია მისი ნაწილების ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად მწყობრიდან გამოსული საბრძოლო ტექნიკა ზურგში გაგზავნოს რემონტისთვის.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით პუტინის გადაწყვეტილება, აზოვსტალის შტურმის ნაცვლად მისი ბლოკირება განაგრძოს, შეიძლება მიუთითებდეს მის სურვილზე, გამოათავისუფლოს ძალები აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ადგილებში გადასასროლად. აზოვსტალისი შტურმი რუსი სამხედროების დიდ დანაკარგს გამოიწვევდა, რაც რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობას უკრაინაში უკიდურესად შეამცირებდა.