რუსეთი მალე ომის წარმოების შესაძლებლობებს ამოწურავს–The Washington Post ექსპერტების პროგნოზების შესახებ

გამოცემა The Washington Post  აქვეყნებს სტატიას, რომელშიც დასავლელი ექსპერტების და ჩინოვნიკების პროგნოზებია მოყვანილი უკრაინაში ომის პერსპერქტივების და რუსეთის შესაძლებლობების შესახებ:

დასავლური დაზვერვების და სამხედრო ექსპერტების პროგნოზებით, რუსული არმია მალე ამოწურავს საბრძოლო შესაძლებლობებს და იძულებული გახდება სრულად შეწყვიტოს შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასში.

“მოვა დრო, როცა პატარა წარმატებები, რასაც რუსეთი აღწევს არამდგრადი გახდება დიდი დანაკარგების გამო და მათ დაჭირდებათ მნიშვნელოვანი პაუზა პოტენციალის აღსადგენად“– უთხრა დასავლელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით.

ამ შეფასებას აკეთბენ ექსპერტები მიუხედავად რუსეთის წარმატებული შეტევისა უკრაინის აღმოსავლეთში, მათ შორის პარასკევს ქალაქ სევეროდონეცკის აღებისა, რომელიც რუსეთის მიერ დონბასში ბოლო შეტევის დაწყების შემდეგ აღებული ყველაზე მსხვილი ქალაქია.

რუსები უახლოვდებიან მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკს მდინარე დონეცკის მეორე სანაპიროზე. ქალაქის აღება რუსეთს თითქმის სრულ კონტროლს მისცემს ლუგანსკის ოლქზე, რომელიც დონბასის ორიდან ერთი ოლქია. დონბასზე კონტროლი რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ოფიციალურად გაცხადებული მიზანია, თუმცა თებერვალში დაწყებულმა მრავალმხრივმა შეტევამ ნათლად აჩვენა, რომ მოსკოვის თავდაპირველი ამბიციები ბევრად დიდი იყო.

ლისიჩანსკის დაპყრობა პრობლემაა, რადგან ის შემაღლებულ ადგილზე დგას. მდინარე დონეცკი კი აღმოსავლეთიდან რუსული ჯარის წინსვლას ხელს უშლის. ამგვარად, ამის ნაცვლად, რუსული ჯარი აპირებს ქალაქს ალყა დასავლეთიდან შემოარტყას და შეტევა მიიტანოს იზიუმის სამხრეთ–აღმოსავლეთიდან და პოპსნოეს ჩრდილო–აღმოსავლეთიდან, მდინარის დასავლეთ სანაპიროზე.

რუსები ლუგანსკზე კონტროლის აღებას ჩქარობენ, თუმცა “მცოცავი“ შეტევა თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალების ხარჯვაზე, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებზე, რომლებიც ისეთი სიჩქარით იხარჯება, რომ ამის უზრუნველყოფას პრაქტიკულად მსოფლიოში ვერცერთი არმია ვერ შეძლებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში – ამბობს დასავლელი ჩინოვნიკი The Washington Post–თან საუბრისას.

ამასობაში კი რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, რაც აჩენს კითხვას, რამდენად დიდხანს შეძლებს ის შეტევის გაგრძელებას.

ოფიციალური პირები დროითი ჩარჩოს დასახელებაზე უარს ამბობენ, თუმცა ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამ კვირას თქვა, რომ რუსეთს ომის გაგრძელება მხოლოდ “რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლია“. ამის შემდეგ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა წინსვლა აღარ იქნება, იმიტომ რომ რუსეთმა თავისი რესურსები ამოწურა – თქვა ჯონსონმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

პრობლემებზე თავად რუსი კომენტატორებიც საუბრობენ – აღნიშნავენ ცოცხალი ძალის მუდმივ ნაკლებობას. რუსმა ბლოგერმა, იური კოტენოკმა დაწერა, რომ რუსეთს მისი მიზნების შესასრულებლად 500 000 სამხედრო ჭირდება, რაც მხოლოდ ფართომაშტაბიანი მობილიზაციით არის შესაძლებელი. ეს კი პოტენციურად სარისკო და არაპოპულარული ნაბიჯია, რომლისგანაც პუტინი დღემდე თავს იკავებს.

რუსეთმა უკვე მიაღწია მისი შესაძლებლობების პიკს, რომელსაც ზაფხულში ვარაუდობდნენ – უკრაინის ოფიციალური პირვების თქმით, კონტრაქტორების და რეზერვისტების აგრესიულმა მობილიზაციამ რუსეთს საშუალება მისცა 40 000–50 000 სამხედრო გამოეყვანა იმ დანაკარგის შესავსებად, რაც ომის პირველ კვირებში მიიღო. რუსეთს ფრონტზე საწყობებიდან ძველი ტანკებიც გამოყავს.

რუსეთს კვლავ რჩება უპირატესობა უკრაინელებთან შედარებით, რადგან დანაკარგებს უკრაინული მხარეც განიცდის. უკრაინის ოფიციალური პირები ბრძოლაში დაღუპული საკუთარი ჯარისკაცების რაოდენობად დღეში საშუალოდ 200 –ს ასახელებენ. უკრაინელებსაც თითქმის მთლიანად დაუმთავრდათ საბჭოთა დროინდელი საბრძოლო მასალა, და ისინი კვლავ არიან დასავლურ სისტემებზე გადასვლის პროცესში.

თუმცა, უკრაინული ჯარის პირობები სავარაუდოდ გაუმჯობესდება დასავლური თანამედროვე იარაღის მიღების კვალდაკვალ, იმ დროს, როცა რუსული ჯარის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება, რადგან მათ კვლავ მოძველებული, ყავლგასული იარაღის მარაგებიდან მოუწევთ შევსება– ამბობს გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც ახლა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრში მუშაობს. მისი თქმით, რაღაც მომენტში, უახლოეს თვეებში უკრაინელები მიიღებენ საკმარის დასავლურ იარაღს, რათა კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ომში გარდატეხა შეიტანონ.

“მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი უკრაინის გამარჯვებასთან დაკავშირებით, წლის ბოლოსთვის რუსეთი 24 თებერვლის მდგომარეობას დაუბრუნდება“– თქვა მან და დასძინა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ყველაფერი უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვლება.

ფრანგული “ცეზარი“ დონეცკში

უკვე არის იმის ნიშნები, რომ დასავლური იარაღის მიწოდება ძალას იკრებს. ჩნდება ვიდეოები, როგორი წარმატებით მუშაობს დასავლური საარტილერიო სისტემები ბრძოლის ველზე.

ძნელია მომავლის წინასწარმეტყველება, რადგან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი უკრაინული ძალების მდგომარეობასა და პირობებზე– ამბობს გერმანელი პოლიტოლოგი მატია ნელესი. მისი თქმით, უკრაინელები ოპერატიული საიდუმლოების მაღალ დონეს ინარჩუნებენ, რის გამოც ძნელია იმის დადგენა, მაგალითად რამდენი ჯარი დარჩათ ლისიჩანსკში, ან რა არის მათი რეალური დანაკარგები.

ასევე უცნობია რუსული საარტილერიო მარაგების მოცულობა, რაც თავდაპირველად დასავლურმა სპეცსამსახურებმა არასათანადოდ შეაფასეს. ხანმოკლე ომის მოლოდინში, რომელშიც უკრაინული ჯარი სწრაფად უნდა დამარცხებულიყო, რუსებმა არ მიიღეს არანაირი ზომები უკრაინაში შეჭრამდე წარმოების გასაზრდელად, და მართალია ახლა უკვე შეცდომის გამოსწორება დაიწყეს, მაგრამ მათი სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი ვერ დაეწევა იმ უზარმაზარ სიჩქარეს, რომლითაც რუსეთი საარტილერიო ჭურვებს ხარჯავს – ამბობენ დასავლელი ექსპერტები.

და მართალია ახლა უკრაინული ძალებისთვის მძიმე დროა, მათ კრახი არ ემუქრებათ– ამბობს სამხედრო–საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსეთის კვლევების დირექტორი მაიკლ კოფმანი.

უკრაინელები განაგრძობენ რუსული ძალების შევიწროებას ხარკოვის ჩრდილოეთით და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან მიმართებით უკრაინის სამხრეთით, რითაც დონბასის ფრონტიდან რუსული რესურსების გაფანტვა გამოიწვიეს.

კოფმანის თქმით, ის უმნიშვნელო ტერიტორიული წარმატებები, რასაც ამჟამად რუსეთი აღწევს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთო ძალთა ბალანსი ბრძოლის ველზე.

“ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გეოგრაფიული წერტილები არ არის, ახლა გამძლეობის და ნებისყოფის შეჯიბრია, ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკის მდგომარეობა – ვის ამოეწურება პირველს ტექნიკა, საბრძოლო მასალები და საუკეთესო სამხედრო ნაწილები. სავარაუდოდ, ზაფხულის განმავლობაში ეს ყველაფერი ამოიწურება და ოპერატიული პაუზა დადგება “– ამბობს ის.

თუ ამ მომენტისთვის უკრაინას საკმარისი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები ექნება მიღებული, არის იმედი, რომ ის შეძლებს კონტრშეტევაზე გადასვლას და რუსულ ჯარს უკუაქცევს– ამბობენ უკრაინის ოფიციალური პირები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე მხარე უბრალოდ საკუთარი პოზიციების დაცვას განაგრძობს, ეს კი ჩიხურ სიტუაციას ნიშნავს, რაც დიპლომატიური გარღვევის მცირე შანსსაც გამორიცხავს – ამბობს ერთ–ერთი დასავლელი ჩინოვნიკი The Washington Post –თან საუბრისას.

ომის დაწყებიდან რუსეთმა სუ-35-ის ორი ესკადრილია დაკარგა – გენერალური შტაბი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის უახლესი Su-35 გამანადგურებლების 2 ესკადრილია დაკარგა.  ამის შესახებ უკრაინის...

ტრ**ს თუ არ გავანძრევთ და ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ, იგივე გველის რაც ავღანეთს...

"რა გავიგეთ ყაველაშვილების წერილიდან ანუ რისი სჯერა ივანიშვილს ან რა უნდა რომ დააჯეროს თავისი...

სოსო გოგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური მას ციხეში ტელეფონით ესაუბრა და დაემუქრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი...

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა –...

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა - ამის...

მოსკოვთან ახლოს სამხედრო ნაწილის ყაზარმაში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვთან ახლოს, პოდმოსკოვიეში, დოლგოპრუდნოეში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო...

რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა, მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს – ზელენსკი

„რუსეთმა ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია. როდესაც ოკუპანტები მივიდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, მათი ტანკები...

საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს – ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებაზე

საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს - ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის  დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის...

უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმაზე მასშტაბური იქნება – შოლცი

"ზარალი დრამატულად დიდია, ის მილიარდები დაჯდება და მთელი გლობალური საზოგადოების გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს...

პოლიციამ დაადგინა წყვილის ვინაობა, ვინც მარჯანიშვილზე საჯაროდ სექსით იყო დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ქეთი კოვზიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით...

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...