რუსეთი საქართველოს დახმარებით სანქცირებულ ტექნიკას იმარაგებს – აი ფაქტი

რუსეთი საქართველოს დახმარებით სანქცირებულ ტექნიკას იმარაგებს – ამის შესახებ, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტი  სტატიას აქვეყნებს საქართველოს გავლით რუსეთამდე ბულდოზერები, გრეიდერები, ტრაქტორები და სხვა ტექნიკა აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სამხედრო ლოჯისტიკისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის ექსპორტი აუკრძალა.

ტექნიკა საქართველოდან რუსეთში პირდაპირი, შემოვლითი გზით, ასევე, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით აღწევს.