რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდების გეგმებზე – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ რუსეთს უარი არ უთქვამს უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავების გეგმებზე.

“რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანი იყო და არის უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავება. რუსეთი ამას სწრაფად აპირებდა, მაგრამ პუტინის ბლიცკრიგი ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, რუსეთი უარს არ ამბობს ამ ომის გაგრძელების გეგმებზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. რუსეთი ცდილობს შეჩერდეს ზოგიერთ მცირე მიზანზე, რათა რაიმე შედეგი აჩვენოს“, – განაცხადა მალიარმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ნებისმიერ მომენტს ძალების შესაგროვებლად, ჯარების გადაჯგუფებისა და შეტევის გასაგრძელებლად.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის მოკლევადიანი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთის დაკავებაა.