რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,- ამის შესახებ ნათქვამია, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.
როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.
- „დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ რუსეთის მზარდ დაუცველობაზე მეტყველებს და უდავოდ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის საფრთხის გრძნობა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერია ანგარიშში.