რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანეტბმა, უკრაინის დედაქალაქ კიევზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. ბოლო ცნობებით,  იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი – 6 წლის.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ტიმურ ტკაჩენკომ თქვა, რომ სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მიიტანეს.