რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ შორის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონისა და შენობის, სადაც ნატო სამიტი იმართება. მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლური სატელიტური ოპერატორები მათ მტერზე, უკრაინაზე მუშაობს.

„კერძო და სახელმწიფო ორბიტალური დაჯგუფებების მთელი კონგლომერატი ახლა ექსკლუზიურად ჩვენი მტრისთვის მუშაობს“ – აცხადებს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას, „როსკომოსის“ ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი.

ამერიკულმა სატელიტურმა კომანიამ „Maxar”, რომლის მომხმარებელთა შორის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტიცაა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამდენჯერმე გამოაქვეყნა სატელიტიური ფოტოები, რომელიც უკრაინაში და მის საზღვრებთან არსებულ ვითარებას ასახავდა.

გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებში იყო სურათები, რომლებიც უკრაინის საზღვებთან რუსული შეიარაღებული ძალების მობილიზებას ასახავდე ჯერ კიდევ მაშინ, როცა კრემლი მტკიცედ უარყოფდა უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისა და მის წინააღმდეგ ომის წამოწყების გეგმებს.

„დღე მადრიდში ნატოს სამიტი იხსნება, სადაც ალიანსის წევრები რუსეთს მტრად გამოაცხადებენ. „როსკოსმოსი“ ავრცელებს შენობის კოორდინატებს, სადაც სამიტი იმართება – „გადაწყვეტილებების ცენტრის“, რომელიც მხარს უჭერს უკრაინელ ნაციონალისტებს“ – წერს „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე როგოზინი.

„როსკოსმოსის“ მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები, პენტაგონისა და ნატოს სამიტის ადგილსამხოყფელთან ერთად, მოიცავს თეთრი სახლისლის, ბრიტანული სამთავრობო შენობების, გერმანიის მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის, ბრიუსელში ნატოს სათაო ოფისის და საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციის, ასევე სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატებს.

წყარო: ამერიკის ხმა

ომის დაწყებიდან რუსეთმა სუ-35-ის ორი ესკადრილია დაკარგა – გენერალური შტაბი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის უახლესი Su-35 გამანადგურებლების 2 ესკადრილია დაკარგა.  ამის შესახებ უკრაინის...

ტრ**ს თუ არ გავანძრევთ და ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ, იგივე გველის რაც ავღანეთს...

"რა გავიგეთ ყაველაშვილების წერილიდან ანუ რისი სჯერა ივანიშვილს ან რა უნდა რომ დააჯეროს თავისი...

სოსო გოგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური მას ციხეში ტელეფონით ესაუბრა და დაემუქრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი...

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა –...

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა - ამის...

მოსკოვთან ახლოს სამხედრო ნაწილის ყაზარმაში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვთან ახლოს, პოდმოსკოვიეში, დოლგოპრუდნოეში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო...

რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა, მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს – ზელენსკი

„რუსეთმა ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია. როდესაც ოკუპანტები მივიდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, მათი ტანკები...

საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს – ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებაზე

საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს - ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის  დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის...

უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმაზე მასშტაბური იქნება – შოლცი

"ზარალი დრამატულად დიდია, ის მილიარდები დაჯდება და მთელი გლობალური საზოგადოების გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს...

პოლიციამ დაადგინა წყვილის ვინაობა, ვინც მარჯანიშვილზე საჯაროდ სექსით იყო დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ქეთი კოვზიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით...

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...