რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი დაკარგა და ახლა მთავარ ფსონს ადამიანურ რესურსზე დებს. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ სელესტ ვალანდერიუსმა განაცხადა. მისი თქმით, დანაკარგი განსაკუთრებით ეხება რუსების სახმელეთო ძალებს, რომელთა შესაძლებლობების დაახლოებით 80% უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული.
სელესტ ვალანდერიუსის თქმით, რუსეთის ფედერაციის საზღვაო პოტენციალი საუკეთესო მდგომარეობაშია და გარკვეული ხარვეზები, მათ შორის დრონების მიწოდება, ირანის ხარჯზე ივსება.