რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიტენოს. ამის შესახებ, მან Sky News-თან საუბრისას განაცხადა.

“რაც ქიმიურ იარაღზე გესმით, ეს პირდაპირ მათი სახელმძღვანელოდანაა. დაიწყეს იმის თქმა, რომ არსებობს ქიმიური იარაღები, რომლებიც მათი მოწინააღმდეგეების, ან ამერიკელების მიერ არის შენახული. და როცა თავად გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს, ვშიშობ, ალბათ, გამოიყენებენ, მზად ექნებათ შესანიღბი ცრუ ისტორია”. – აღნიშნა ჯონსონმა.

“უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს არის ის, რასაც უკვე აკეთებენ. ვშიშობ, ცინიკური, ბარბაროსული ხელისუფლებაა”. – დაამატა ბორის ჯონსონმა.