რუსეთმა შავ ზღვაში რაკეტმზიდების რაოდენობა გაზარდა– უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობა “სამხრეთის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, შეიმჩნევა რუსული რაკეტმზიდების რაოდენობის ზრდა შავ ზღვაში. ამას უკრაინის შეიარაღებული ძალები აფასებენ როგორც შესაძლო მზადების ნიშანს უკრაინული ქალაქების დასაბომბად უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება.

“ვხედავთ, რომ მათ არსებითად გაზარდეს რაკეტმზიდების რაოდენობა შავ ზღვაში, კერძოდ “კალიბრის “ ტიპის რაკეტების. ახლა ასეთი ავიამზიდი ხუთია, მათ შორის წყალქვეშა“– ამბობენ უკრაინელი სამხედროები.

მანამდე “სამხრეთმა“ გაავრცელა ინფორმაცია ორი რუსული რაკეტა კალიბრის განადგურების შესახებ, რომლებიც მათი თქმით შავი ზღვის აკვატორიიდან წუხელ გაუშვეს. ამის მიუხედავად, სამმა რაკეტამ მიზანს მიაღწია.

“მტერმა ხუთი რაკეტა ისროლა. ორი ზღვაში ჩამოვაგდეთ. სამი ოდესაში ერთ–ერთ სოფლის მეურნეობის საწარმოს მოხვდა, მათ შორის ხორბლის საცავს“– თქვა ოდესის ადმინისტრაციის პრესმდივანმა სერგეი ბრატჩუკმა.

უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას მზად იყვნენ დაბომბვებისთვის, თუმცა არ აყვნენ პანიკას და შიშს. იყვნენ მშვიდად და “მოიქცნენ გონვირულად, რათა გადაირჩინონ თავი და გადაარჩინონ უკრაინა“.