“რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა, თუმცა არ შეიტანოთ ეჭვი ჩვენს მზადყოფნაში, რომ დავიცვათ ალიანსს ნებისმიერი საფრთხისგან ნებისმიერ დროს. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ვერასდროს მოიგებს ბირთვულ ომს.  NATO არ არის უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ნაწილი. ის მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა არ არის კონფლიქტის ნაწილი. NATO არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას გავაგრძელებთ, თუმცა ამავე დროს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი არ იქცეს სრულმასშტაბიან ომად NATO-სა და რუსეთს შორის”