რუსეთში, კლუბში ხანძარი სავარაუდოდ 23 წლის რუსმა სამხედრომ გააჩინა, რომელიც უკრაინიდან დაბრუნდა

რუსეთში, კლუბში ხანძრის გაჩენაში სავარაუდო დამნაშავე 23 წლის რუსი სამხედრო სტანისლავ იონკინია, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის ომიდან დაბრუნდა. მისი ნასროლი პიროტექნიკის შედეგად კლუბში ცეცხლი გაჩნდა, რამაც 13 ადამიანი იმსხვერპლა.

სტანისლავ იონკინი უკვე დაკავებულია.

რუსი სამხედრო უკრაინის ომიდან აგვისტოს თვეში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ერთ-ერთი ბრძოლისას მანქანიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. მან ოქტომბრის თვეში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა. შემთხვევის წინა დღეს, იონკინმა ახლობლებს დაურეკა და უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, სავარაუდოდ ამ საუბრის შემდეგ ის კლუბში გაემართა, სადაც საბედისწერო ფოერვერკი მოაწყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის ქალაქ კოსტრომაში, ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

“წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ჯერ კიდევ განახლებადია”. – თქვა რეგიოის გუბერნატორმა სერგეი სიტნიკოვმა.