ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ინფექციის გავრცელების დღიდან ქვეყანაში.
წინა 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 588 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დედაქალაქ მოსკოვში.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების გასამკლავებლად ეროვნული გვარდიის გამოყენება გახდეს საჭირო.
ამ დროისთვის რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 490-ს მიაღწია. გარდაიცვალა 198 პაციენტი.