კვირა, 24 ნოემბერი , 2024, 03:56

რუსეთში, კურსკის ოლქში აფეთქებები იყო

რუსეთის კურსკის ოლქში აფეთქებები იყო. რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, ჩამოაგდეს სამი რაკეტა “Точка-У”.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ზე ინფორმაცია გაავრცელა და რუსეთის საჰაერო საშუალებების მიერ კურსკის ოლქის თავზე სამი უკრაინული რაკეტის ჩამოგდების შესახებ ირწმუნებოდა. რუსეთის თავდაცვა აღნიშნავს, რომ “კიევის რეჟიმის მხრიდან ტერაქტის მცდელობა აღკვეთა”.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.