რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დააანონსეს

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსებმა საპროტესტო აქცია დაანონსეს. ინფორმაციას ამის შესახებ, RBC-Ukraine წერს რუსული სამოქალაქო მოძრაობა „ვესნა“ Twitter-ის პოსტებზე დაყრდნობით იუწყება. აქციები დღეს 19:00 საათზე დაიგეგმა.

  • “ვლადიმერ პუტინმა ახლახან გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს – ჩვენს მამებს, ძმებსა და ქმრებს – ჩააგდებენ ომის ხორცსაკეპ მანქანაში. რისთვის დაიღუპებიან ისინი? დედები და ბავშვები რისთვის დაღვრიან ცრემლებს”- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ პუტინის დაგვიანებული მიმართვა დღეს თბილისის დროით დილის 10 საათზე დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. გადაწყვეტილება უკვე დღეიდან ამოქმედდება.

“სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო  სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე“–თქვა პუტინმა.

ასევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ  განაცხადა, რომ მობილიზაცია შეეხება მათმ ვისაც მსახურობდა, აქვს საბრძოლო გამოცდილება, სამხედრო სპეციალობა. მისი თქმით, რუსეთი მოაბილიზებს, ქვეყნის შესაძლებლობის 1%-ს ანუ 300 ათასს რეზერვისტს.

  • “ნაწილობრივი მობილიზაცია რეზერვისტებს, სამხედრო განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ეხებათ. არ გამოვიძახებთ სტუდენტებს და იმ ადამიანებს ვისაც სამხედრო განათლება არ აქვთ. მსგავსი გამოცდილების მქონე 25 მილიონი მოქალაქე გვყავს. ჩვენ მხოლოდ 1 პროცენტს მოვაბილიზებთ, ანუ მხოლოდ 300 ათასს რეზერვისტს.  ფრონტისა და აქტიური მოქმედებების ხაზი 1000 კილომეტრს აჭარბებს, აქედან გამომდინარე ამ ხაზს გამაგრება და გაკონტროლება სჭირდება. ნაწილობრივი მობილიზაციაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. როდესაც ეს ადამიანები შეიკრიბებიან, გადამზადებას და სპეციალურ კურსებს გაივლიან და ფრონტის ხაზზე მხოლოდ ამის შემდეგ გავაგზავნით. ოპერაცია გრძელდება და მის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ” – განაცხადა შოიგუმ.