რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს.
ვრცელდება ინფორმაცია 3 ადამიანის დაღუპვის შესახებაც. ვრცელდება ცნობები 5 დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა დაწესებულების ხელმძღვანელი ანდრეი დევიატოვი, სამი თანამშრომელი და ერთი პატიმარი.
რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული რამდენიმე ტელეგრამარხი იუწყება, რომ თავდამსხმელებმა გამოაცხადეს თავიანთი კავშირი ISIS-თან. ამასობაში, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პირი და სისხლიანი ოთახი.
მძევლები ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვენ, ირწმუნება გამოცემა Sapa Kavkaz.