რუსეთში უკვე მეთერთმეტე მეცნიერს წაუყენეს ბრალი სამშობლოს ღალატში, რომელიც ზებგერით რაკეტებზე მუშაობდა

რუსეთში უკვე მეთერთმეტე ზებგერითი რაკეტების ექსპერტს  ადანაშაულებენ სამშობლოს  ღალატში. ის გახდა რუსული ზებგერითი რაკეტების, “კინჯალის“, “სარმატის“ და ა.შ.  პროექტირების მეთოდის ერთ-ერთი თანაავტორი.

გამოცემა “Agency.News”-ის ცნობით, საუბარია ტომსკის მეცნიერ ვლადისლავ გალკინზე, რომელიც ზებგერით  ტექნოლოგიებზე მუშაობდა. 2015 წლიდან მოყოლებული გალკინი გახდა მე-11 მეცნიერი, რომელიც მუშაობდა ზებგერით ტექნოლოგიებზე მუშაობდა და სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს.

ზუსტად როდის დააკავეს და დააპატიმრეს მეცნიერი უცნობია. თუმცა, დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას პატიმრობა გაუხანგრძლივდა. გალკინი არის ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი მონაწილეობით ერთ-ერთ უახლეს ნამუშევარში აღწერილია პროექტირების მეთოდი, რომელიც გამოიყენება “კინჟალის“, “სარმატის“, “ცირკონის რაკეტების„, ასევე ავანგარდის ზებგერითი კომპლექსის შესაქმნელად.

უცნობია რა იწვევს ზებგერითი ტექნოლოგიების სპეციალისტების მიმართ დაინტერესებას. მაგრამ, სააგენტო იხსენებს, რომ პუტინმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ ინდუსტრიის შედეგებზე. 2020 წელს მან ხაზი გაუსვა, რომ ზებგერითმა რაკეტებმა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა უაზრო გახადა. შოიგუმ თქვა, რომ მათ არ შეუძლიათ “კინჯალის“ ზებგერითი რაკეტის აღმოჩენა და გაუვნებელყოფა.

უკრაინის ომმა ეჭვქვეშ დააყენა რუსული ზებგერითი იარაღის ასეთი შეფასებების ადეკვატურობა. 2023 წლის მაისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ განაცხადეს ამერიკული პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ “კინჯალის“ რაკეტების გადაჭერის შესახებ.