რუსთავის მიმდებარედ მგელმა მამაკაცი დაკბინა

რუსთავის მიმდებარედ მგელმა მამაკაცი დაკბინა. ინფორმაციას ამის შესახებ Inforustavi ავრცელებს. გავრცელებული ინგორმაციით,  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მგლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა მიმართა.

კლინიკის ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განაცხადა, რომ შუახნის კაცი კლინიკაში სამედიცინო დახმარებისთვის შემთხვევიდან 2-3 დღის შემდეგ მივიდა.მისი თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდებოდა მძიმედ.

“2-3 დღის დაკბენილი იყო. იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამ”, – განაცხადა ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა.

შემთხვევა რუსთავის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ მონასტერთან მოხდა.