რუსი მილიარდერის შვილი დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მამის დასანქცირებას თხოვს

რუსი მილიარდერის, ექს ბანკირ მაქსიმ ვორონინის შვილი, კირილ ვორონინი დასავლეთის ლიდერების მიმართავს და სთხოვს მამამისს სანქციები დააკისრონ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მოზარდმა შესაბამისი მიმართვა აშშ–ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ 2–ეს გაუგზავნა.

მისი თქმით, მამა ოჯახიდან წავიდა და შვილი მიატოვა, როცა ის ჩვილი იყო. ამასთან, უარი თქვა ალიმენტების გადახდაზე და არ მოინდომა ყოფილ ცოლს – ყოფილ მოდელს, როზა აბდულინას დახმარებოდა, როცა ის მძიმედ იყო ავად.

“შვიდ ინსტანციას მივმართე და ყველგან უარი მითხრეს. სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცი რა გავაკეთო, რადგან რუსეთში სამართალს ვერ ვპოულობ. როგორღაც 12 500 რუბლი დააკისრეს ოლიგარქს. ყველაზე მინიმუმი დააკისრეს, და მხოლოდ ხანგრძლივი წამების შემდეგ, როცა ამდენი მიმართვა გავაკეთეთ, სასამართლოებში ვირბინეთ.“– წერს ვორონინის შვილი და ამტკიცებს, რომ მამამისს აქვს: გერმანიაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ლონდონში და საფრანგეთში ბიზნესი, პრემიუმ კლასის ბინა აშშ–ში და ციხე–სიმაგრე იტალიაში. ამასთან, ვორონინმა მთელი ქონება მისი ახალი ცოლის სახელზე გააფორმა, რომ ალიმენტების გადაცდისთვის თავი აერიდებინა. ახლა მოზარდი დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს სთხოვს ეს გარიგება უკანონოდ ცნოს და რუსი ბიზნესმენი დასაჯოს.

კირილ ვორონინის ისტორია მედიაში 2020 წელსაც მოხვდა, როცა  ცდილობდა მამის ყურადღება მიეპყრო. ბიჭმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ქსელში დადო. მაშინ 14 წლის ბიჭი სამი კვირით სახლიდან წავიდა და მამას სახლებთან დარაჯობდა, რომ როგორმე შეხვედროდა.

“უკვე სამი დღეა ვზივარ მის სახლთან, ჯერ ერთ მისამართზე, მერე მეორეზე“– ამბობდა კირილი ვიდეოში.

ბოლოს მან მაქსიმ ვორონინის ბინა კუტუზოვის პროსპექტზე იპოვნა და ეზოში პიკეტი მოაწყო პლაკატით:“დამეხმარეთ მამის მოძებნაი.“ ბოლოს მზარდი პოლიციამ წაიყვანა და საავადმყოფოში გაამწესა. ამ სიტუაციით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მოძებნეს მამა ვორონინი, რომელმაც თქვა, რომ შვილთან ურთიერთობა არ უნდა.

ვინ არის მაქსიმ ვორონინი

ვორონინი “ნაციონალური კორპორატიული ბანკის“ ექს მეთაურია. მამასთან ერთად, რომელიც რუსეთის მრეწველობის ყოფილი მინისტრი იყო, მას ბანკის 50%–ზე მეტი ეკუთვნოდა. 2016 წელს ბანკი დაიხურა, რადგან რუსეთის ცენტრობანკის ცნობით მისი საკუთარი კაპიტალის რეზერვებმა კრიტიკულ ქვედა ზღვარს მიაღწია, რის გამოც რისკისშემცველი გახდა.

რუსული მედია ვორონინს “ცნობილ ლენდლორდსაც“ უწოდებს.

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს – მთავრობა

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და...

უკრაინამ აზოვსტალის მცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან გამოიხსნა

უკრაინული ტელეგრამ არხები და მედია ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინამ აზოვსტალის დამცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან...

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…“–გია ხუხაშვილი

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…მითი მის შეუმცდარობასა და უძლეველობაზე, რომელიც მასზე მიტმასნილმა...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...