რუსული მხარის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტზე დაყრდნობით გამოცემა Meduza-ც ავრცელებს და წერს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. მედია წერს, რომ ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადამსჯელო საკანში გარდაიცვალა.
ნავალნი ცოტა ხნის წინ ახალ საპყროლიბეში გადაიყვანეს.
“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში