რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი რომელმაც 2023 წელს უკრაინულ მხარეს ვერტმფრენით ჩაბარდა ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.
ინფორმაცია მაქსიმ კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ ჯერ კიდევ 14 თებერვალს გავრცელდა, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ მხოლოდ ახლა დაადასტურა.
“შეგვიძლია სიკვდილის ფაქტი დავადასტუროთ”, – განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა და სიკვდილის მიზეზი არ დააზუსტა. დაზვერვის ცნობით მკვლელობის ადგილიდან მოშორებით იპოვეს დამწვარი მანქანა, რომლითაც სავარაუდოდ მკვლელები მიიმალნენ.
მფრინავმა მაქსიმ კუზმინოვმა 2023 წლის აგვისტოში რუსული ვერტმფრენი MI-8 გაიტაცა და უკრაინაში აეროდრომზე დასვა. კუზმინოვი უკრაინის დაზვერვის ვიდეოში ამბობს, რომ თვითონ დაუკავშირდა უკრაინულ მხარეს, რადგან ომში მონაწილეობა არ სურდა.