რუს სამხედროებს იმდენად არ უნდათ უკრაინაში ომში ყოფნა, რომ მზად არიან თავი დაისახიჩრონ. ერთ–ერთი ოკუპანტი მეგობარ გოგოსთან სატელეფონო საუბარში ყვება, რომ ფიქრობს სხეულში ნამსხვრევი ჩაიჭედოს და ხელმძღვანელობას უთხრას, რომ დაიჭრა. ამის შემდეგ მას იმედი აქვს რომ კომპენსაციას მიიღებს და სახლში წავა. რუსი ჯარისკაცის ეს საუბარი უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩაიწერა.
სამხედროს იმედი აქვს, რომ ასეთი ჭრილობისთვის მთავრობისგან 3 მილიონ რუბლ კომპენსაციას მიიღებს და გოგოს რჩევას ეკითხება რა ჯობს: ნამსხვრევი ხელში მოირტყას თუ ფეხში.
გოგო ურჩევს, რომ ჯობს ფეხში გისროლოს, თუმცა ჯარისკაცი ეუბნება, რომ რომ ეს არ გავა, რადგან აშკარა იქნება რომ საკუთარ თავს თვითონ ესროლა. რუსი ჯარისკაცი გეგმავს, რომ ჭურვის ნამსხვრევი მოირტყას ან თავი როგორმე სხვა ფორმით დაიზიანოს.
უკრაინის უშიშროების სამსახური სატელეფონო საუბარს აქვეყნებს და წერს: “აი, ასეთი “გმირები“ მოვიდნენ საომრად ჩვენს მიწაზე – მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაჩაგვრა შეუძლიათ. როცა ოკუპანტები უკრაინელ სამხედროებს ბრძოლაში ხვდებიან, ერთი სული აქვთ რაც შეიძლება სწრაფად გაიქცნენ უკან, რუსეთში.“