რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ქალაქის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს. ფილატოვმა თქვა, რომ ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, მაგრამ შესაძლოა ელექტროენერგიის შეწყვეტა მოხდეს.
მერის თქმით, 6 ადამიანი რუსული დაბომბვის შედეგად მძიმედ დაშავდა.
მერის თქმით, რამდენიმე სატრანსფორმატორო ქვესადგური გაითიშა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა შვიდი კერძო საცხოვრებელი კორპუსი.
“ამჟამად ცნობილია 7 ნაწილობრივ დანგრეული კერძო სახლი. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაშავდა ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს და გადაიყვანეს საავადმყოფოში”, –
განაცხადა ვალენტინ რეზნიჩენკომ.
ამასთანავე, საჰაერო განგაში გამოცხადდა დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში.