რუსმა ოკუპანტებმა, მირნოგრადი და ხერსონი დაბომბეს – დაშავებულია 7 ადამიანი

გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა  მირნოგრადი და ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ინფორმაციას ხერსონისა და დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა.