რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 14 და დაშავებულია 46 ადამიანი.
დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის 7 თანამშრომელი, რომლებიც, დაბომბვის ადგილზე იმყოფებოდნენ.
მეხანძრეები აფეთქების შედეგად, 120 კვადრატულ მეტრზე გაჩენილ ცეცხლს აქრობენ.