რუსმა ოკუპანტებმა სოფელ არცევთან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა სოფელ არცევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – შესაბამის ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახური ავრცელებს.

“უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“.

ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.