რუსმა სამხედროებმა ჩერნობილში უახლესი ლაბორატორია გაძარცვეს და გაანადგურეს

რუსმა სამხედროებმა, ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების უახლესი  ლაბორატორია გაძარცვეს და გაანადგურეს. ინფორმაციას ჩერნობილის დახურული ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტო აცხადებს, 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია წარმოადგენდა უნიკალური კომპლექსს მძლავრი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეეძლო მომსახურების გაწევა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, კონდიცირებიდან განადგურებამდე, აგრეთვე ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ეტაპზე.

“ევროკავშირის ბირთვული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ინსტრუმენტის (INSC) წყალობით,  პარტნიორ უკრაინულ სააგენტოსთან ერთად, 2015 წელს წარმატებით განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მივიღეთ თითქმის 100 ერთეული თანამედროვე ანალიტიკური მოწყობილობა, რომელსაც ევროპაში ანალოგი არ ჰყავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლაბორატორია ჩერნობილის დახურული ზონიდან რადიოაქტიური ნარჩენების ტესტირების სტრატეგიულ ფუნქციას ასრულებდა.