ენგელსის სტრატეგიული აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებების შედეგად 5 ცალი Tu-95 ბომბდამშენი დაზიანდა – ამის შესახებ იტყობინება ჟურნალისტი ვოლოდიმირ ზოლკინი წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, აფეთქების შედეგად, 17 ოკუპანტი დაიღუპა ხოლო 16 დაიჭრა(სამი დამპყრობლის მდგომარეობა მძიმეა).
გარდა ამისა, დაზიანდა ადმინისტრაციის სამეთვალყურეო კოშკი.
ზოლკინმა არ გაამხილა ინფორმაციის წყაროები და დასძინა, რომ „ეს წყაროები ძალიან იშვიათად ცდებიან”.
26 დეკემბერს ენგელსის სტრატეგიული აეროდრომის ტერიტორიაზე (უკრაინის საზღვრიდან 600 კმ) ახალი აფეთქებები მოხდა.
რუსეთმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ მიზანთან მიახლოებისას ჩამოაგდო უცნობი დრონი და ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად 3 ადმაიანი დაიღუპა. მოსკოვმა ამ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა.
მანამდე რამდენიმე დღით ადრე რუსები ენგელსზე ვარჯიშობდნენ უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმების განსახორციელებლად. OP-ის მრჩეველის, ოლექსიი არესტოვიჩის თქმით,ამ დაბომბვამ შესაძლოა ხელი შეუშალა უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმას.