უკრაინაში შეჭრის გამო, ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ახალ კონტრაქტებს აღარ გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია განცხადებას ავრცელებს.
“დღეს BP-ს დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ BP გამოვა როსნეფტთან დადებული კონტრაქტიდან. BP 2013 წლიდან ფლობს როსნეფტის აქციების 19,75%-ს”. – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბრიტანული ნავთობის გიგანტი კომპანია Shell რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა შეაჩერა. კომპანია გასულ კვირას რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის გამო ბოდიშს იხდის.
”ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, გასულ კვირას გვეყიდა რუსული ნედლი ნავთობი რომელიც გადამუშავდება პროდუქტებად, როგორიცაა ბენზინი და დიზელი, არ იყო სწორი და ჩვენ ვართ. ბოდიში”, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი ბენ ვან ბეურდენი.
Shell-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ შეწყვეტს რუსული ნედლი ნავთობის ყველა ადგილზე შესყიდვას და ხურავს თავის სერვისსადგურებს, საავიაციო საწვავისა და საპოხი მასალების ოპერაციებს რუსეთში.