რუსული ვაქცინა არ განიხილება ათჯერაც რომ მიიღოს პრეკვალიფიკაცია – ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი და ვაქცინის შემოტანაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ საქართველოში რუსული ვაქცინის შემოტანა არ განიხილება.

“პოლიტიკურად ვიტყვი, რუსული ვაქცინა არ განიხილება ათჯერაც რომ მიიღოს პრეკვალიფიკაცია”,– ამბობს ზოიძე ფორმულასთან საუბარში.

მისივე ინფორამაციით, ადრე გაზაფხულზე ბრიტანული ვაქცინის, ასტრაზენეკას 500 ათასი დოზა საქართველოს ხელმისაწვდომი იქნება, თუ მას ჯანმო პრეკვალიფიკაციას მისცემს.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა ვაქცინების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

10 იანვარს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოტანა საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ისინი -80 და -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია. მანვე აღნიშნა, რომ ამ ვაქცინებისთვის ყველა რაიონში და პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები უნდა იყოს, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს.

მისგან განსხვავებით, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საქართველოს 3 ქალაქში არის ასეთი მაცივრები და ქვეყანას 200 ათასი დოზა მსგავსი ვაქცინის მიღება შეუძლია.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი – ბრიტანულ  AstraZeneca-სა და ჩინურ ვაქცინაზე. ინფექციურის დირექტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას მაღალი რეიტინგი აქვს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არამარტო ჩინურზე, არამედ “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ – ელისაშვილი

"მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ" - ამის შესახებ პარტია...

ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფეხბურთო კლუბ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელსა და ლეგენდარულ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვით აქცია გაიმართება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქცია ორშაბათს,...

სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.იენს სტონტელბერგან შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი...

პირველადი დამკვეთი კადიროვია, კადიროვის დამკვეთი კი პუტინი – გვარამია გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობაზე

''პირველადი დამკვეთი კადიროვია, კადიროვის დამკვეთი კი პუტინი''- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი...

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები, საქართველო ზეიმობდა – მდინარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაცები და რუსები...

პოლიტპატიმრებზე მოკლედ მოვუჭერით, საერთოდ არ ველაპარაკეთ – მდინარაძე “მოქალაქეებზე”

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრაზე მან...

დაგუგლეთ, რომელ დიდ ქვეყნებშია გახსნილი ზამთრის კურორტები – გამყრელიძე

დაგუგლეთ, ნახეთ ევროპაში ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტების საბაგირო გზები გახსნილია თუ არა", - ასე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო