რუსული კანონის გამო, თელავის საკრებულოში ოცნების დეპუტატი პარტიას და თანამდებობას დატოვებს

რუსული კანონის გამო, თელავის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ქართული ოცნების წევრი, ლევან ბერძენაშვილი თანამდებობასა და პარტიას დატოვებს.

“მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო”, – ამბობს პოლიტიკოსი “რადიო თავისუფლებასთან”.

26 აპრილს, ლევან ბერძენაშვილმა საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს არ გაიწვევდა, მაშინ ის პარტიასაც და თანამდებობასაც დატოვებდა.