რუსული “უანალოგო” რაკეტების ელექტრონიკა 1960-იან წლებშია შექმნილი – დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, “თანამედროვე“ რუსული საკრუიზო რაკეტები აღჭურვილია გასული საუკუნის 60-იან წლებში შემუშავებული ელექტრონიკით.

“X-101 რაკეტები იწარმოებოდა 1999 წლიდან 2013 წლამდე. რუსული მედია იტყობინება, რომ ისინი უახლესი, მაღალი სიზუსტის რუსული სიამაყეა.

თუმცა, უკრაინაში ბრძოლების დროს ოკუპანტების მიერ X-101 რაკეტების გამოყენების შედეგმა უარყო სავარაუდო ეფექტურობა. ელექტრონული კომპონენტის ბაზა ძალიან შორს არის თანამედროვეობისგან”,– წერს დაზვერვა.

მათივე ცნობით, X-55 საკრუიზო რაკეტების მართვის და სანავიგაციო სისტემების, ასევე მათი მოდიფიკაციების X-555 და X-101 ანალიზმა უკრაინელი ექსპერტების მიერ აჩვენა, რომ “თანამედროვე“ მართვის ბლოკები შეიქმნა 1960-1970 წლებში და წარმოებული იყო ვორონეჟის რადიო ნაწილების ქარხანის, მინსკის ქარხანა “ინტეგრალისა“ და საბჭოთა კავშირის სხვა საწარმოების მიერ.

“ასევე, “უახლესი” რაკეტები იყენებს “PGI-2M” სანავიგაციო სისტემას, რომელიც შემუშავებულია 1977 წელს.

უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული X-101 რაკეტების უმეტესობა არ მოხვდა დასახულ მიზანს. ეს არის “უანალოგო”,– წერია უწყების განცხადებაში.