რუსულ ავიაბაზაზე უკრაინულმა დრონებმა სტრატეგიული ბომბდამშენები გაანადგურეს

რუსეთში, ნოვგოროდში მდებარე სოლცის ავიაბაზაზე უკრაინულმა დრონებმა რუსული სტრატეგიული ბონმდამშენი Tu-22M  განადგურეს. ავიაბაზა, უკრაინის საზღვრიდან 650 კილომეტრში მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით სრულად განადგურდა ერთი Tu-22M შორსმოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელთა გამოყენებითაც საოკუპაციო ძალები საჰაერო ბაზირების მოდერნიზებულ Kh-22-ი  ტიპის ფროთასანი რაკეტებით ბომბავდნენ უკრაინის ქალაქებს, მეორე კი იმდენად დაზიანდა, რომ ფრენას ვეღარ შეძლებს. გადარჩენილი სტრატეგიული ბომბდამშენები სათადარიგო ავიაბზაზე გადაიყვანეს.
 სავარაუდოდ რუსული ავიაბაზის დაბომბვა განხორციელდა უკრაინული დივერსიული ჯგუფის მიერ განხორციელდა, რომელმაც რუსეთის სიღრმეში შეაღწია და თავდასხმა ავიაბაზის ახლომდებარე ტერიტორიიდან  განახორციელა, რადგან ამ დრონებს მოქმედების რადიუსი შეზღუდული აქვთ…
თითოეული ასეთი სტრატეგიული ბომბდამშენის ღირებულება ათეულობით მილიონი დოლარია.