სააკაშვილია ძრავი და მოტორი, რომელიც ჯერ კიდევ ასულდგმულებს ოპოზიციას – სანიკიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი გუბაზ სანიკიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ივანიშვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც დატოვებს ქართულ პოლიტიკას.

სანიკიძის შეფასებით, სააკაშვილია ძრავი, რომელიც ოპოზიციას ასულდგმულებს.

“გიორგის რადიკალურად არ ვეთანხმები ამ შეფასებაში. შიში რას ნიშნავს, ვერ გავიგე, რომ ადამიანი არის ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ რახან მიშასი ეშინია, ამიტომ ქართულ ოცნებას აძლევს ხმას? ზუსტად სააკაშვილია ის ძრავი და მოტორი, რომელიც ჯერ კიდევ ასულდგმულებს ქართულ ოპოზიციას და პერსპექტივას უქმნის. თორემ პირიქით რომ წარმოვიდგინოთ, რა გამოვა მერე, მითხარით, აბა. ბევრი აღარ არის ოპოზიციაში, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი არ გვინდა”,– ამბობს გუბაზ სანიკიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, არა ახალი სახეების, არამედ გამოცდილი პოლიტიკოსების იმედი აქვს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის.

“მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი შეიძლება სერიოზული შანსი აღმოჩნდეს ქვეყნის ვითარებიდან გამოყვანისა. მე არა მაქვს მაინცდამაინც დიდი იმედები იმისა, რომ ახლა ექსპერიმენტების და ახალი სახეების დრო არის. იმ ახალმა სახეებმა რომ ვერ ივარგონ? მერე რა ვქნათ. ახლა გადავდივართ უღელტეხილზე. გვჭირდება გამოცდილება და გამოცდილი ადამიანები და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ჭირდება ამ ქვეყანას”, – აღნიშნავს სანიკიძე.

სააკაშვილი ციხიდან ანგრევს ქართული ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს – ბეჟაშვილი

'' კომენტარები ცალსახად ადასტურებს, როგორი შიში გამოსჭვივის მათ განცხადებებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოში...

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ შეშფოთება ! – კალაძე

"ის უბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა,...

იძახოდნენ, რომ გვამის სუნი ასდის, დღეს გვესმის, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ჰყოლიათ გადანახული სააკაშვილი –...

"ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, რომ იქნებ ჩამოყალიბდნენ ეს ქალბატონები და ბატონები. ხან იძახოდნენ, რომ ასე...

ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს, აცდენილია რეალობას, დაცინვის ღირსია – კალაძე კალიურანდზე

„გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი...

“ფრენების აღდგენაზე, მოსკოვის გადაწყვეტილებას სჭირდებოდა საქართველოს თანხმობა!” – განხილვა ევროპარლამენტში

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა იმართება სადაც თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი...

როგორიც არ უნდა იყოს “ოცნების” ქმედებები, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს...

მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89...

ნუ აბრალებთ სხვებს, ჩაიხედეთ სარკეში – მარია კალიურანდი ”ოცნებას”

"მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერმინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია იმედს მისცა. „ევროპარლამენტმა საკუთარ...

დასავლელი პარტნიორები უკვე დაიღალნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ გვსურს “მეორე...

"აზრი არა აქვს დამალვას, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტს შორის...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...