“დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენა დაადასტურებდა რამდენიმე უცხოელი პროფესორი აკადემიკოსის დასკვნას, რომელიც უკვე მატერიალურ სახით მოცემულია და საუბრობს მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის , ქართული სამედიცინო წარმომადგენლების დასკვნებს, იმ ადამიანების მიერ გამოტანილი ცნობებს, ვისაც აქვს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი მდგომარეობა ციხიდან ჰოსპიტალ ვივა მედში გადაყვანის შემდეგ, არის დრამატულად გაუარესებული, რაც თავისთავად არის პარადოქსი. ადამიანი ციხიდან ჰოსპიტალში გადაგყავდეს და მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდებოდეს, ე.ი ადამიანის მდგომარეობ არის უმძიმესი. ეს ყველაფერი არ უნდოდა ხელისუფლებას, რომ საზოგადოებას ეხილა და დარწმუნებულიყო სიმართლეში. ამ შემთხვევაში, მისი პროპაგანდისტული მცდელობები, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე უტრირებს, რა თქმა უნდა, ჩაბარდებოდა წარსულს და იქნებოდა არაეფექტური.”
განაცხადა, ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.