სააკაშვილის განცხადებაში მისი აღიარება მოვისმინეთ – პროკურორი

“სააკაშვილის განცხადებაში მისი აღიარება მოვისმინეთ”- ამის შესახებ, ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა. მისი თქმით,  პროცესზე  მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა “აღიარება” იყო.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებაში მოვისმინეთ ბრალდებულის აღიარება, რომ სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თვითონ მოიხმარდა, შვილის სწავლის საფასურის დაფინანსებაც სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ამის ახსნა იყო მხოლოდ ერთი სიტყვა, რომ ეკუთვნოდა. რეალურად კი, სამართლებრივ საფუძველი ამ დანხარჯს არ გააჩნდა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, პირობითად, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი 2 დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი, თითქოსდა ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, სადაც მითითებულია, რომ უნდა გადახდილიყო მიხეილ სააკაშვილის VIP მიმსახურება, რაც განხორციელდა და არცერთი დოკუმენტი მოიპოვება იმის თაობაზე, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტისას რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ მსგავს ტყუილს ძალიან ბვერჯერ მოვისმენთ, პირობითად, ლას-ვეგასში დასვენებაზე მას შეუძლია, ფანტაზიის სრული სპექტრი მოიშველიოს და დაასახელოს ნებისმიერი პიროვნება მსოფლიოს მასშტაბით, რომ, თითქოს, ამ პერიოდში შეხვდა”. – ამბობს პროკურორი.