სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ პოლიტიკურად ძლიერდება – ხერხეულიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის “მდგომარეობა კრიტიკულია”.

“შიმშილობის ყოველი ახალი დღე არის მისი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა, მაგრამ ის ყოველდღე უფრო ძლიერდება პოლიტიკურად. ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტი არის უპრეცედენტო, ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამას თავის კვალი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ექნება”,- ამბობს ის.

ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილის არის შემართებით და გეგმებს უკავშირებს არჩევნების მეორე ტურს.

“არის შემართებით, აქვს ძალიან დიდი მოლოდინი 30 ოქტომბერთან დაკავშირებით, მისი გეგმები უკავშირდება ამ დღეს, ყველას მოუწოდებს შემართებისთვის, სოლიდარობისთვის, კონსოლიდაციისთვის და თბილისის ძალიან დიდი იმედი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ამაყია თბილისელების გამოსვლით 14 ოქტომბერს და იმედოვნებს, რომ 30 ოქტომბერს ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.