სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს – მეუფე გრიგოლი

“სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს”- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი განცხადებას ეპარქიის Facebook გვერდზე ავრცელებს.

”ჩვენ გვმართებს მიმდინარე მოვლენების აღქმა მასშტაბურად, ისტორიულ ჭრილში და არა ფრაგმენტულად. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!

ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა “გვიხსნას” ამ შეთქმულებისგან?!

მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა; და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად!” – წერია განცხადებაში.

კეთილი ინებონ და აიცრან, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაც არ იცრება – იმნაძე

"ყველა გათვლებით, იმ შეზღუდვებმა, რაც იყო შარშან გაზაფხულზე, ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 10 000 სიცოცხლე...

ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი – გვარამია სააკაშვილზე

"ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი"- ამის შესახებ, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა და...

ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს ნებისმიერ ეთერში – ნიკა მელია

ნიკა მელია კახა კალაძეს ნებისმიერ ეთერში დებატებს სთავაზობს. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული...

არცერთი ნაცი არ ზის დარბაზში და უმრავლესობის წევრებს “ნაცების” გარდა არაფერზე არ ულაპარაკიათ –...

"არცერთი ნაცი არ ზის დარბაზში და უმრავლესობის წევრებს "ნაცების" გარდა არაფერზე არ ულაპარაკიათ" -...

მომხრე ვარ, არავაქცინირებულებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ – იმნაძე

"მე ვარ მომხრე, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან...

იმედი არავის ჰქონდეს, რომ კორონას გადაურჩება, ყველას იპოვის – იმნაძე

"რისკი ზაფხულშიც კი ძალიან მაღალია, აგვისტოში დავრწმუნდით ხომ, ამაში? და წარმოიდგინეთ ზამთარში ეს რისკები...

გთხოვთ, ახლავე, შემაკავებლად აიცერით სიძულვილზე – ლადო კახაძე პარლამენტარებს

"სამწუხაროდ, ვირუსს ეს ახასიათებს - გგონია რომ არ ჩანს და სიძულვილს თესავს. ძალიან გთხოვთ,...

ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნები, უნდა გაგაქროო? – უგულავა კალაძეს

"ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ ნახევარ მილიონ შენს თამოქალაქეს ეუბნები, მე შენ უნდა გაგაქროო?",-...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...