“მიხეილ სააკაშვილი იმდენჯერ აანონსებს ჩამოსვლას, მაგრამ ვერ ჩამოდის. თუ ჩამოვა, არ იქნება ცუდი, რადგან მართლმსაჯულება აღსრულდება და ციხეში მოპყრობის მისი ნაშენები და დანერგილი ტრადიციებისგან განსხვავებით, მას სხვანაირად მოეპყრობიან, რადგან დემოკრატია სხვანაირად მოითხოვს. ის იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არავინ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება და მიხვდება განსხვავებას ამ საკითხზე მის მმართველობასა და დემოკრტიულ მმართველობას შორის,”
ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.