სააკაშვილი პირდაპირ პრემიერად ხომ არ დავნიშნოთ? – ელისაშვილი ბარამიძეს

“ხო არ ჩამოვიყვანოთ პირდაპირ და პრეზიდენტად დავნიშნოთ ან პრემიერ-მინისტრად?”– ასე პასუხობს ალეკო ელისაშვილი ენმ-ს წევრს, გიორგი ბარამიძეს, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის განცხადებით, სააკაშვილს მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და შურისძიება უნდა.

“სააკაშვილს არც საარჩევნო რეფორმა უნდა, არც სასამართლოს რეფორმა უნდა, არც პროკურატურის რეფორმა უნდა, არაფერი აინტერესებს. უნდა რომ მოვიდეს და ის ძალაუფლება, რაც 2012 წლამდე ჰქონდა. და რისთვის უნდა? არანაირი რეფორმებისთვის არ უნდა, ახლა უნდა შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც არ აძლევდა თავისი ვნებების და ხუშტურების ასრულების საშუალებას. დანარჩენი ოპოზიცია ნებით თუ უნებლიედ ზუსტად ამ თამაშში მონაწილეობს და კარგი იქნება, თუ თავის პოზიციებს გადახედავენ”,– თქვა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.