ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტარებთან შეხვედრას და აცხადებს, რომ ის მხოლოდ პუტინის კონტროლირებად ქვეყნებშია ძებნილი.
“ივანიშვილის, ღარიბაშვილის, წულუკიანის, კობახიძის და მათნაირების მიერ ძებნილმა სააკაშვილმა გუშინ ევროპა და ევროპელი პარლამენტარები შემოირა…
მიშა სააკაშვილი “ძებნილია” მხოლოდ პუტინის მიერ კონტროლირებად ქვეყნებში. ცივილიზებული სამყარო რა თქმა უნდა არ აღიარებს კობახიძის, მათიკაშვილის და მათნაირების ბოდვებს – გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი დადასტურება”,- წერს ხაბეიშვილი.
სააკაშვილთან შეხვედრის გამო ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვლმა ევროპარლამენტარები გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს “კანონის უზენაესობის სულისკვეთებას არ გამოხატავს”.