“მიხეილ სააკაშვილმა უნდა გადაცვალოს ბილეთი და უნდა ჩამოვიდეს 1 დღით ადრე, ან არჩევნების დღეს. არჩევნების დამთავრების მერე ჩამოსვლა არ არის საკმარისი. ეს ტაქტიკა, რომ არჩევნების მერე ჩამოვალ, ამობილიზებს ოცნების ამომრჩეველს, რომ ოღონდ მიშა არ მოვიდეს… საკმარისად არ მობილიზდება ოპოზიციური ამომრჩეველი, იმიტომ რომ ჰპირდება და არ ჩამოდის. არჩევნებამდე, ადამიანმა უნდა დაიჯეროს, ხელი უნდა შეახოს და ამის შემდეგ წავიდეს არჩევნებზე”
განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ TV პირველის ეთერში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.