სააკაშვილს ცოტა უჭირს სიარული, ამ წუთში ჰოსპიტალიზაცია საჭირო არაა – ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სიარული უჭირს, თუმცა მორალურად კარგად არის. მისივე ინფორმაციით, წინა კვლევებთან შედარებით ახალ კვლევებში დიდი სხვაობა არ არის.

“მის კვლევებს გავეცანი – დიდი განსხვავება არ არის წინისგან. სისუსტე, უფერულობა [აქვს]. ჰოსპიტალიზაცია არ წუთში არ არის საჭირო. თანახმაა [მედიკამენტების მიღებაზე]”,– თქვა ყიფშიძემ ციხის დატოვების შემდეგ.

მისივე განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, როდის შევა ექსპრეზიდენტთან ექიმთა კონსულიუმი.