საარჩევნო უბანთან მისულ, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, პირადობის მოწმობა დაავიწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150-წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.