საახალწლო განათებებში თბილისის მერიამ თითქმის ერთი მილიონი ლარი დახარჯა

2021 წლის საახალწლო განათებებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში თბილისის მერიამ თითქმის ერთი მილიონი, 986 524 ლარი დახარჯა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ   შესყიდვის ობიექტების მოწოდებას უზრუნველყოფს სამი კომპანია:

შპს “დანდი” – საახალწლო სტრინგები;

შპს “ბენ 3” – საახალწლო გირლიანდები;

შპს “ღამის შოუ სტუდია”  –  საახალწლო ნათურები და აქსესუარები.

„დედაქალაქის განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი. ეს არის ახალი ნაძვის ხისთვის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ამ თანხით არის შეძენილი.“ – განაცხადა  თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის დროს, საღამოს ცხრა საათიდან ქალაქის განათებები ჩამქვრალი იქნება, თუმცა ნაძვის ხეს მაინც ანთებულს დატოვებენ. უცნობია, რამდენი დაიხარჯება ამ პერიოდში კონკრეტულად ნაძვის ხის განათებაში.

მერიამ გასულ წელს იტალიაში,მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადასაკეთებლად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება 195 800 ლარი იყო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მორთვა-გაფორმებაში 103 850 ლარი დაიხარჯებოდა, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლიანდაში – 70 950, სტრინგი კაბელის შეძენა კი 21 ათასი.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, მისი თქმით, დედაქალაქში სამი კონცერტი, 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართა.

ჩვენ 3 კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს მომღერლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, ესეც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხა ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს.“- აცხადებს თბილისის მერი.

მალე ქვეყანაში ჩამოვიტანთ ვაქცინას და ვაჩვენებთ, ვის შეუძლია საქმის გაკეთება – ჩალაძე

"საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა პროცედურების დაწყებას"- გენეტიკის...

ვაქცინირებულ ადამიანებს მოენატრათ ფრენა და უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა – ნათია თურნავა

"ვაქცინირებულ ადამიანებს მოენატრათ ფრენა და უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა "- ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით,...

1-ლი თებერვლიდან სათხილამურო კურორტების მუშაობა ვერ აღდგება – ცქიტიშვილი

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის...

ვახოზე და იაგოზე მხოლოდ კარგ კომედი შოუში ვისაუბრებ – ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ გირჩის პოლიტიკოსებზე მხოლოდ კომედი შოუში ისაუბრებს. "ვახოზე ,...

ერთად დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა გაიკეთონ – ცერცვაძის მიმართვა ექსპერტებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე სამედიცინო სფეროს ექსპერტებს მიმართავს, მოსახლეობის დარწმუნებაში დაეხმარონ, რათა მათ...

ვუხსნით, რომ არ არის ჩვენი ნება-სურვილი მათი დაკეტვა და არგახსნა – თურნავა ბიზნესზე

ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ბიზნესის ჩაკეტვა და გახასნა მათი ნება-სურვილი...

7 ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებას ავრცელებს

7 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება და მოწოდება ხელისუფლებას . ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები, რომლებიც...

ლარი მცირედით გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ლარი დოლართან მცირედით გამყარდა და ხვალის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი იქნება. კურსი,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო