“თუ შედეგი იმდაგვარი დადგება, რომ საზოგადოებისთვის კითხვები დარჩება, შემდეგ შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვიმსჯელოთ.
როგორ წარმოგიდგენიათ გამოძიების პროცესში მყოფი გამომძიებლებისა და მოწმეების პარლამენტში დაბარება, მათ წინაშე პოლიტიკური კონცერტებისა და კორდებალეტების მოწყობა, როგორც ეს ოპოზიციას ხელეწიფება. ეს არც ჭირისუფლის ინტერესს და არც იმ გულწრფელი ადამიანების ინტერესს არ ემსახურება, ვინც დაღუპულთა ოჯახებს და მთელს საქართველოს თანაუგრძნობენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესებს ემსახურება, რომ რამენაირად ნეგატიური დღის წესრიგი შექმნან და ასეთ დღის წესრიგზე იტივტივონ”,
ასე უპასუხა “ქართული ოცნების” უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ შოვის სტიქიის შედეგებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.