საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. მან დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ის ელჩი ხდება. შესაბამისი განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2017-2021 წლებში ის იიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში.