საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.უწყება აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საგარეო უწყება, როგორც წესი, თავს იკავებს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტირებისაგან, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა.

„მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდეო-ტელე კონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრესრელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც შესაძლოა ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსსა და საუბრის თემატიკას. კერძოდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა „კოვიდ 19“ ვაქცინის საკითხი, ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მითუმეტეს, არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი. შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს. აღვნიშნავთ ასევე, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ, დაგეგმილია 10-11 დეკემბერს,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს – ბორის ჯონსონი

ადრეული მტკიცებულებების თანახმად, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მეტად მომაკვდინებელი იყოს...

ორთაჭალაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ორთაჭალაში, ბაზოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკიდა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების...

ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ – “მოქალაქეები”

"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ"-  ამის შესახებ, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "მთავარი არხის"...

“ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო” – დათა პაპას შვილიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

"ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო" - დათა ვანიშვილის შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის განცხადებით, ხურვალეთის...

“ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით” – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შეზღუდვებზე

"ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით"  - რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული...

ბოლო 8 წელში ოპოზიციამ აქციაზე 10 ათას კაცს ვერ მოუყარა თავი – სუბარი

ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ 200–300 ათასიანი აქციები...

გაუქმდა STOP COVID აპლიკაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 412 ათასი ლარი დაიხარჯა

STOP COVID აპლიკაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 412 116 ლარი დაიხარჯა, გაუქმდა. "აპლიკაცია STOP COVID აპლიკაციის სარგებლობის ვადა...

საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია – იენს სტოლტენბერგი

" საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია "- ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო