სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ – გომელაური ბადრი ესებუაზე

“სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ”- შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბადრი ესებუას დაკავება “ღირსების საქმეა”.

“უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში? ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ და ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.