საერთოდ საქმის კურსშია კალაძე რაზე საუბრობს? – ნიკა მელია

„არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის,“ – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კახა კალაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.

“საერთოდ არის საქმის კურსში ბატონი კალაძე რაზე საუბრობს? მე მგონია, რომ არ არის კომპეტენტური ადამიანი გვესაუბროს. მის სიტყვას აქვს ნული ფასი. არ ვაპირებ კალაძის გაკეთებულ კომენტარზე კომენტარი ვაკეთო. ადამიანი არ არის საერთოდ იმ პოზიციაში, რომ საზოგადოებისთვის დამაჯერებელი განცხადება გააკეთოს. რაც შეეხება ჩვენ მოთხოვნებს, კარგად იცით, რა არის ჩვენი მოთხოვნა – ახალი არჩევნები, ცესკოს დაკომპლექტება იმგვარად, რომ ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში და საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები. არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის, ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს საზოგადოებას უპირისპირდებოდა. ბატონი კალაძე აქციის დარბევის შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერს ერთვებოდა მილანიდან და აკრიტიკებდა მაშინდელ ოპოზიციას და საზოგადოებას, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი. ახლა ეს ადამიანი არის რეჟიმის წარმომადგენელი და აკეთებს იგივეს, ოღონდ უკვე სხვა ამპლუით. ეს ბატონი არაფერს წარმოადგენს”,- განაცხადა მელიამ.

მიხაელ ბალაკის 18 წლის შვილი ავტოავარიაში დაიღუპა

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მიხაელ ბალაკის შვილი ემილიო ბალაკი პორტუგალიაში, ავტოავარიაში დაიღუპა. 18 წლის...

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ...

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ისტორიული შენობის დაცვას მოითხოვენ. ურბანისტი ცირა ელისაშვილი...

ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა, შემოდგომისთვის ვემზადოთ – კულუმბეგოვი

"შეიძლება არაპოპულარულად ჟღერს, მაგრამ ეს ტალღაც გადაივლის, მაგრამ კიდევ იქნება ტალღა. ეს ვირუსი ასე...

2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45%-მდე – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალი 45%-მდე შემცირდება, ხოლო 2030...

102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარაში, 102 წლის ემინე ჯორბენაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით Pfizer-ით აიცრა. ემინე ჯორბენაძემ Pfizer-ის პირველი...

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ – ინსპექტორი ჩოლოიანზე

გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგეთ - ასე ეხმაურება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის გარდაცვალების...

ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლართან...

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დასახელდა. ჟურნალ ფორბსის გათვლებით მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დასახელდა. ჟურნალ ფორბსის გათვლებით მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს...